23 აპრილი 2024,   19:00
ვრცლად
„დანაშაულის სტატისტიკის გაყალბება ღარიბაშვილმა დაიწყო, განაგრძო ჭიკაიძემ და მღებრიშვილმაც" - ოთარ კახიძე

„დანაშაულის სტატისტიკის გაყალბებაც ივანიშვილის პრემიერმინისტრობის დროს დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა, განაგრძო ბატონმა ჭიკაიძემ და ბატონმა მღებრიშვილმაც,“ - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე, IDFI-ის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციას.

2018 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნაში მომხდარი დანაშაულის მაჩვენებელი 60%-ით გაიზარდა.

ოთარ კახიძე არასამთვრობო ორგანიზაციის ეჭვს იზიარებს, რომ შსს წინა წლებში სტატისტიკას მალავდა.

„ბატონმა მღებრიშვილმა ეს ახალ სიმაღლეზე აიყვანა, როდესაც სტატისტიკის საერთოდ გამოქვეყნებაც შეაჩერა იმიტომ, რომ რიცხვები შემაშფოთებელი იყო. ბატონმა გახარიამ სტატისტიკის გამოქვეყნება განაახლა, რაც მისასალმებელი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი არის იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ამ ძალიან საგანგაშო ვითარებას გამოასწორებს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

დღის ამბები