18 ოქტომბერი 2019,   01:46
ვრცლად
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ავიაცია ჩაერთო

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანთან გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ვერტმფრენმა სტიქიის ზონაში უკვე 15 შემოვლა განახორციელა.

გადაწყვეტილება სამი საათის წინ მიიღეს, რადგან რთული რელიეფის გამო, 200-ზე მეტი მეხანძრე ტყეში ცეცხლის კერასთან მიახლოებას ვერ ახერხებდა.

ცნობილია, რომ ხანძრის ჩაქრობის დღევანდელ ოპერაციაში პირველად ახალი სპეცტექნიკა იღებს მონაწილეობას, რომელსაც სტიქიის ზონაში წყალი გადააქვს.

ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი, ცოცხალი ძალა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულო საქმეთა დეპარტამენტის 30 თანამშრომელი.

სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები