25 აპრილი 2024,   20:20
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე აღარ არის

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, საფრანგეთის პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, 23 აგვისტოდან ის საფრანგეთის მოქალაქედ აღარ ითვლება.

„დღეს უკვე არ ვარ ორმაგი მოქალაქე. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ორივემ მოაწერეს ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვით, მე 23 აგვისტოდან უკვე აღარ ვითვლები, როგორც საფრანგეთის მოქალაქე.

"ცხოვრება უცნაურია, რადგან, იმავე დროს, როცა მე ვთმობ საფრანგეთის მოქალაქეობას და ორმაგ მოქალაქეობას, ვიქნები ამ დღიდან მხოლოდ ქართველი, საქართველოს მოქალაქე, ამავე დროს, ის 4-წლიანი ბრძოლა, რომელიც დავიწყე უცხოეთიდან, რომ ქართველებს ჰქონდეთ საშუალება, რომ ორმაგი მოქალაქეობა შეინარჩუნონ და არ დაკარგონ საქართველოს მოქალაქეობა, როცა იღებენ სხა ქვეყნის მოქალაქეობას. ეს ბრძოლა სწორედ ამ თვეს, აგვისტოში დასრულდა გამარჯვებით. არა მხოლოდ კონსტიტუცია შეიცვალა, არამედ ასევე ის კანონი, რომელიც აუცილებელი იყო კონსტიტუციის შესაბამისად, არის უკვე ძალაში შესული,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები