20 აპრილი 2024,   13:26
ვრცლად
ყვითელი ბარათი "ოცნებას" - 2 ანგარიში ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ და მმართველობის უმწვავესი კრიტიკა

დღეს საქართველოს ხელისუფლების მისამართით უმწვავესი კრიტიკა ევროპარლამენტიდან ისმოდა. ბრიუსელში საქართველოს შესახებ ორი ანგარიში მოისმინეს. დეპუტატ მამიკინსის გარდა, ევროპარლამენტმა მოხსენების მომზადება დამოუკიდებელ ექსპერტსაც შეუკვეთა. ნონა მიხელიძემ ოცნების ხელისუფლება საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა. 

დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებები უმწვავესი იყო. საუბარი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და ქართლი ოცნების პარტიული ძალაუფლების გამო, დასუსტებულ დემოკრატულ ინსტიტუტებს ეხებოდა.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა მუხთარლის გატაცებასა და ჩაბუქის საქმეზეც ისაუბრა. ასევე, ნონა მიხელიძემ ტვ პირველისა და რუსთავი2 -ის მაგალითზე იმ მექანიზმებზე ისაუბრა, რომლითაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მედიის გაკონტროლებას ცდილობს.

ევროპარლამენტის ვებ გვერდზე უკვე აიტვირთა დამოუკიდებელი ექსპერტის მომზადებული მოხსენება საქართველოზე.

დოკუმენტის ერთი ნაწილი მედია თავისუფლებას და რუსთავი2-ს ეხება, სადაც დეტალურად არის აღწერილი ქართული ოცნების ხელისუფლების ბრძოლა დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღეს რამდენჯერმე ახსენეს ივანიშვილის გვარი, როგორც არაფორმალური მმართველის. კითხვები დამოუკიდებელ ექსპერტს ევროპარლამენტარებმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზეც დაუსვეს. 

ევროპარლამენტარებმა დღეს საქართველო კიდევ ერთი ოფიციალური ანგარიშში მოისმინეს - მამიკინსის მიერ მომზადებული, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მთლიანი სურათი პოზიტიურია, თუმცა, რჩება რამდენიმე გამოწვევა და ამ გამოწვევაში შრომის სტანდარტები, გარემოს დაცვა და უმცირესობების უფლებებია დასახელებული.

დღის ამბები