16 სექტემბერი 2019,   05:06
ვრცლად
„როგორც ორ მამაკაცს, პირადი უთანხმოების გამო, კონფლიქტი მოგვივიდა“ - ბრალდებული პროკურორი

„როგორც ორ მამაკაცს, პირადი უთანხმოების გამო, კონფლიქტი მოგვივიდა,“ - ეს განცხადება ყოფილმა პროკურორმა, გივი შენგელიამ, გააკეთა, რომელიც დაზვერვის ასეულის მეთაურზე შეიარაღებულ თავდასხმაშია ბრალდებული.

მისი თქმით, სამხედრო მაღალჩინოსანთან, გიორგი მეტრეველთან, პირადი უთანხმოება ჰქონდა, თუმცა, მას მეტრეველის მისამართით იარაღი არ უსვრია.

ბრალდებული შენგელია სასამართლომ დღეს 5 ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

„გიორგი მეტრეველთან არანაირი სამსახურებრივი, მით უმეტეს, პოლიტიკური რაღაც დავა ან უთანხმოება არ მქონია. ჩვენ, როგორც ორ მამაკაცს, პირადი უთანხმოების გამო, კონფლიქტი მოგვივიდა, რაც შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ამოწურულია. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გამოძიება. გიორგი მეტრეველის მიმართ მე არანაირი იარაღი არ გამისვრია, არც მქონია მცდელობა ვინმეს სხეულის, ჯანმრთელობის, მით უმეტეს, სიცოცხლის დაზიანება. კარგად მქონდა გათვისებული, როგორც თანამდებობის პირს, როგორც პროკურორს, იარაღის ფლობის, შენახვის, გამოყენების გარემოებები,“ -  განაცხადა გივი შენგელიამ.

დღის ამბები