25 აპრილი 2024,   18:06
ვრცლად
ყოფილმა პროკურორმა, რომელიც სამხედრო მაღალჩინოსანზე თავდასხმაშია ბრალდებული, მეტრეველის ცოლი სცემა

თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ასეულის მეთაურზე, გიორგი მეტრეველზე, შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული პროკურორი, გივი შენგელია, სასამართლომ ხუთი ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნისათვის მინიმალური სასჯელი თავად პროკურორებმა მოითხოვეს.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უკვე ყოფილი საოლქო პროკურორის აგრესიის ობიექტი მხოლოდ სამხედრო მეთაური არ გამხდარა.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა, ზურაბ ლორიამ, განაცხადა, რომ შეირაღებულ თავდასხმამდე გივი შენგელიამ გიორგი მეტრეველის ცოლი პარლამენტის შენობის წინ სცემა. პროკურორის მიერ ქალზე განხორციელებული ძალადობის ამბავი მაშინ არ გახმაურებულა და მას სასჯელი არ დაეკისრა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის ოქტომბერში გივი შენგელია სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა თავის მეგობართან ქუთაისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მეგობარს, თინათინ გაბუნიას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცემა. ასევე 2018 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით, სამ საათზე გივი შენგელია სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა ქალაქ წყალტუბოში მცხოვრებ მეგობარ თინათინ გაბუნიასთან, რა დროსაც ეზოში მას კონფლიქტი მოუვიდა თინათინ გაბუნიას მეუღლესთან, გიორგი მეტრეველთან, რომელსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცემა,“ - განაცხადა პროკურორმა, ზურაბ ლორიამ.

 ბრალდებულმა გივი შენგელიამ მეტრეველის ცოლის ცემის ფაქტი უარყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები