19 აპრილი 2024,   07:48
ვრცლად
„საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები" - მამუკა ბახტაძე

„საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ ერთობლივად შევძელით ძალიან ბევრი გლობალური მნიშვნელობის პროექტის რეალიზაცია,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. 

მამუკა ბახტაძე აზერბიანენის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, შეხვდა. პრემიერის შეფასებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ განათლებისა და კულტურის სფეროში.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრებზე ახალ პროექტებზე იმსჯელეს.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვიმსჯელეთ იმ ახალ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც შეგვიძლია ერთობლივად, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

დღის ამბები