20 ოქტომბერი 2019,   05:58
ვრცლად
მსოფლიო ჯონ მაკკეინს ემშვიდობება - სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სენატორის ფოტოები გამოფინეს    

მსოფლიო ჯონ მაკკეინს ემშვიდობება. საქართველოს გამორჩეულ მეგობარსა და გულშემატკივარს დღეს იხსენებდნენ თბილისშიც.

ამერიკელი სენატორის საქართველოში ვიზიტი დღეს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიხსენეს, ჯონ მაკკეინის ხსოვნის პატივსაცემად მისი ფოტოები გამოფინეს. 

საგამოფენო სივრცეში სენატორისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, შეხვედრებისას გადაღებული საზოგადოებისთვის ნაცნობი და უცნობი კადრები მოხვდა. 

ჯონ მაკკეინის მიმართ პატივისცემა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმაც გამოხატეს. 

ჯონ მაკკეინი, ლეხ კაჩინსკისთან ერთად, საქართველოს 18 ეროვნულ გმირს შორისაა.

"ამერიკისა და საქართველოს ეროვნული გმირი" - ამ წარწერით ჯონ მაკკეინის ფოტო, მისი ხსოვნის პატივსაცემად, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფასადზე დაჰკიდეს. 

 

 

ავტორი: თამთა ჯიქია 

დღის ამბები