20 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
GWP-ის თანამშრომელი, რომელიც დაჭრეს, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იმყოფება

ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის თანამშრომელი, ერეკლე კაჭახიძე, რომელიც დაჭრეს, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იმყოფება. უნდა დადგინდეს, თუ რა იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა 26 წლის მამაკაცს.

GWP-ის თანამშრომლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ადასტურებენ, რომ პაციენტს ჭრილობა ჰქონდა საფეთქლის არეში.

დედაქალაქის წყალგამანაწილებელი კომპანიის 26 წლის თანამშრომელმა დაზიანებები თავის არეში ერთ-ერთ ობიექტზე მუშაობის დროს მიიღო.

ერეკლე კაჭახიძემ მომხდარი სამართალდამცველებს დაუმალა და კლინიკაც ხელწერილით დატოვა.

კაჭახიძის მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე სამართალდამცველებმა თავდაპირველად ძიება შრომის უსაფრთხოების დარღვევის მუხლით დაიწყეს, შემდეგ კი მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამ დროისთვის გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები