20 აპრილი 2024,   10:08
ვრცლად
IBSU-ს სტუდენტები და მათი მშობლები თამარ სანიკიძეს შეხვდნენ

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ახლადჩარიცხული სტუდენტები და მშობლები ავტორიზაციის საბჭოს დასკვნას ელოდებიან. ისინი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან შეიკრიბნენ და ცენტრის ხელმძღვანელისგან კითხვებზე პასუხებს ითხოვდნენ. 

თამარ სანიკიძის თქმით, IBSU-ს ახლადჩარიცხულ სტუდენტებს რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას სამშაბათს მიაწოდებენ.

„მაქსიმალურად შევთავაზებთ ყველა იმ პროგრამებს, რომელიც ინსტიტუტებში ხორციელდება და ჩარიცხვას შეძლებენ. ჩვენ დავადარეთ პროგრამები ერთმანეთ. პრაქტიკულად, ყველა პროგრამა აქვთ, რომელიც შავი ზღვის უნივერსიტეტში იყო შეთავაზებული სხვა უნივერსიტეტების ფარგლებში. ვსაუბრობთ მათთან გადასახადების ოდენობაზე, დაშვების წინაპირობებზე,“- განაცხადა თამარ სანიკიძემ.

თამარ სანიკიძესთან შეხვედრით სტუდენტთა მშობლები უკმაყოფილო დარჩნენ.

 

 

დღის ამბები