08 აპრილი 2020,   06:07
ვრცლად
„მან გაუშვა უდიდესი შესაძლებლობა მთელი ამ ხუთი წლის განმავლობაში" - ნიკა მელია პრეზიდენტზე საუბრობს

პრეზიდენტი მარგველაშვილი წლების შემდეგ არანაირად არ გამახსენდება, როგორც ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის მზრუნველი ადამიანი - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას.

ნიკა მელიას განცხადებით, პრეზიდენტმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით, ყველა დიდი შანსი გაუშვა ხელიდან.

„მან გაუშვა უდიდესი შესაძლებლობა მთელი ამ ხუთი წლის განმავლობაში. ერთადერთი რამ ხდებოდა ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პაექრობა მარგველაშვილსა და ოცნების გუნდს შორის გამოვიდოდა ის საპრეზიდენტო სასახლიდან თუ არ  გამოვიდოდა. ეს იყო და ეს. ხალხმა ყველაზე კარგად იცის რაიმე სიკეთე იგრძნო პრეზიდენტის ინსტიტუტის მხრიდან მარგველაშვილის პირობებში თუ ვერ იგრძნო“-აცხადებს ნიკა მელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები