25 აპრილი 2024,   19:27
ვრცლად
სომხეთი და საქართველო არიან მეგობრული მეზობლები, ჩვენ ვართ მოძმე ერები - ნიკოლ პაშინიანი

სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ნიკოლ პაშინიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა. სომხეთის პრემიერმა დაანონსა, რომ უახლოეს პერიოდში ის ერევანში მამუკა ბახტაძეს ელოდება. შეხვედრაზე საუბარი იქნება ის სტრატეგიული კავშირები, რომელიც ამ დროისთვის ქვეყანსა და რეგიონში არსებობს.

ნიკოლ პაშინიანმა ასევე სამცხე-ჯავახეთში მის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. სომხეთის პრემიერის თქმით, შეხვედრაზე მისი მთავარი გზავნილი იყო, რომ სომხები და ქართველები მეგობრები არიან.

„საქართველოში სამცხე-ჯავახეთში მე ძალიან თბილი ვიზიტი მქონდა, რაც სიმბოლურია და ჩვენი ქვეყნების სიახლოვეს უსვამს ხაზს. არა მარტო ახლა, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ვამბობდი, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა უნდა გვქონდეს და ეს ურთიერთობა გეოპოლიტიკური გავლენებისგან უნდა დავიცვათ. სამცხე-ჯავახეთში ბევრი სომეხი ცხოვრობს, იქ ჩემი მთავარი მესიჯი იყო, რომ სომხეთი და საქართველო არიან მეგობრული მეზობლები, ჩვენ ვართ მოძმე ერები,“- განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა.

 

დღის ამბები