23 აპრილი 2024,   21:14
ვრცლად
ჩვენი სტილი არ არის ჩავერიოთ სხვა სუვერენული ქვეყნების საქმეებში - პაშიანიანი რუსულ ოკუპაციაზე საუბარს თავს არიდებს

სომხეთი არ აპირებს ქვეყნიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა მოითხოვოს - ასეთია პრემიერ ნიკოლ პაშინიანის პოზიცია.

სომხეთის მთავრობის მეთაური დღეს ერევანში ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა.
სომხეთის ხელისუფლების პირველმა პირმა რუსული ოკუპაციის შესახებ დასმულ კითხვებს თავი აარიდა და თქვა, რომ არ გააკეთებს განცხადებას, რომელიც რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

„უნდა ვისაუბროთ კონფლიქტის ზოგად აღქმაზე ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში
ჩვენი პოზიციაა რომ ყველა კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. ამავდროულად ყველა კონფლიქტი უნიკალურია, არცერთი არ არის იდენტური. 
ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვისაუბროთ კონფლიქტებზე.

"კონფლიქტების მოგვარების სომხეთის ფორმულა ძალიან ჰგავს ზოგად მიდგომას, კონფლიქტების მოგვარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია. იგივეს ვისაუბრებ მთიან ყარაბაღზე, ასევე ვფიქრობთ სხვა კონფლიქტებზე. ჩვენ ვერსად ჩავერევით. რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ან რუსეთში, ან რა უნდა გაკეთდეს აფხაზეთის ან ოსეთის კონფლიქტის ზონაში ეს ექსკლუზიურად კონფლიქტის მონაწილე მხარეების საქმეა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მშვიდობა და სტაბილურობა გვინდა ჩვენს რეგიონში, საქართველოსა და რუსეთში მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მშვიდობას და უსაფრთხოებას რეგიონში. თუ რომელიმე ჩვენს პარტნიორს დასჭირდება მხარდაჭერა, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ რა შეგვიძლია და რა უნდა გავაკეთეთო, თუმცა მინდა გავიმეორო, რომ ეს ჩვენი სტილი არ არის ჩავერიოთ სხვა სუვერენული ქვეყნების საქმეებში,“ - განაცხადა პაშინიანმა.

დღის ამბები