25 აპრილი 2024,   04:29
ვრცლად
გაძვირებული წამლები და მოხსნილი სოციალური დახმარებები- გრიგოლ ვაშაძემ ზესტაფონელების პრობლემები მოისმინა

გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები ზესტაფონის აგრარულ ბაზარში გლეხებს და ფერმერებს გაესაუბრნენ.

ადგილობრივების განცხადებით, ამ წლების განმავლობაში შემცირდა მყიდველების რაოდენობა, გლეხებს უჭირთ პროდუქციის გაყიდვა. ამას ემატება გაზრდილი კომუნალური გადასახადები, გაძვირებული წამლები და მოხსნილი სოციალური დახმარებები.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია გახდება 400 ლარი, დაიწყება სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები, გაიზრდება მასწავლებლების ხელფასები, ბიუჯეტიდან დაზოგილი მილიარდ ნახევარი ლარი კი სოციალურ საჭიროებებს მოხმარდება.

დღის ამბები