25 აპრილი 2024,   02:44
ვრცლად
14 წელი ბესლანის ტრაგედიიდან - ჩრდილოეთ ოსეთში სკოლაში მოწყობილი ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ

ჩრდილოეთ ოსეთში 14 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ. ადგილობრივი მოსახლეობა ბესლანის სკოლაში მოწყობილი ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს.

მემორიალური ცერემონია სასწავლებლის დანგრეულ შენობაში დილიდან მიმდინარეობს. ხალხი ტრაგედიის ადგილზე ყვავილებით, სანთლებითა და სათამაშოებით მიდის.

2004 წლის პირველ სექტემბერს ტერორისტები ბესლანის ნომერ პირველ სკოლაში შეიჭრნენ და მძევლები სამი დღის განმავლობაში ჰყავდათ აყვანილი. თავდასხმას და შტურმს 330-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 200 ბავშვი იყო.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში ოფიციალური ღონისძიებები დღეს არ დაგეგმილა

დღის ამბები