20 აპრილი 2024,   08:49
ვრცლად
ივანიშვილი შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალის მონაწილე გახდეს - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე სემ პატენთან თანამშრომლობდა

ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტთან, სემ პატენთან, ბიძინა ივანიშვილიც თანამშრომლობდა და მას შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებში კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თვეში 20 ათას დოლარს უხდიდა. 

შეერთებული შტატების სასამართლო პატენს რუსეთის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობასა და ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის უკრაინელი ოლიგარქის ფულით დაფინანსებაში ადანაშაულებს.

სემ პატენმა ბრალდება აღიარა.

IDFI-მ დაადგინა, რომ 2012 წლის განმავლობაში ივანიშვილმა ლობისტურ ორგანიზაციებს 5 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა, მათ შორის აქტიურად თანამშრომლობდა ივანიშვილი სემ პატენთან. ის ქართულ ოცნებას ამერიკელ კონგრესმენებთან ურთიერთობის დალაგებასა და შეკვეთილი სტატიების დაბეჭდვაში ეხმარებოდა.

ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე სპეციალური პროკურორის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, პატენი რუსეთის სასარგებლოდ აგენტობდა.

47 წლის პატენმა სასამართლოზე თქვა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიისთვის უკრაინელი ოლიგარქს უკანონოდ აყიდინა 4 ბილეთი, რომელთა ღირებულებაც 50 ათასი დოლარი იყო.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ბრალდებული რუსეთის მოქალაქესთანაც თანამშრომლობდა, რომელიც ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

ამ ფაქტის შესახებ სტატია გამოაქვეყნა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-მა.

გვარებს, რომლებსაც, სავარაუდოდ, სემ პატენი დაასახელებს, კურიერს სანდო წყარომ გაუმხილა.

ცნობილი ხდება, რომ ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ლობისტი, სემ პატენი, პოლ მანაფორტსა და კონსტანტინე კილიმნიკთან თანამშრომლობდა, რომლებსაც, ფედერალური სამსახურის დასკვნის საფუძველზე, რუსეთის სასარგებლოდ აგენტობა მოსამართლემ უკვე დაუმტკიცა.

გაირკვა, რომ სამივე მათგანი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორსა და ოლიგარქთან, რენატ ახმეტოვთან, ურთიერთობდნენ.

სქემის თანახმად, პოლ მანაფორტმა სამუშაოდ კონსტანტინე კილიმინიკი - უკრაინაში, სემ პატენი კი საქართველოში გააგზავნა. ორივე მათგანის რუსულ ძალებთან კავშირს გამოძიება იკვლევს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები