23 აპრილი 2024,   13:29
ვრცლად
უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია - სტამბოლში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საგანგებო სხდომა იმართება

ამ წუთებში სტამბოლში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც კონსტანტინოპოლის ეკლესიების წარმომადგენლები ესწრებიან.

მღვდელმთავრებს ყველა იმ დეტალს აცნობენ, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას უკავშირდება.

ცნობილია, რომ სერბეთის ეკლესია ღიად აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს არ დაუჭერს.

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი დაუჭირა, რასაც რუსული ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსმა ბართლომემ საკუთარ რეზიდენციაში რუსეთის პატრიარქი დაიბარა და პირადად ამცნო საკუთარი გადაწყვეტილება და განუცხადა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ალტერნატივა არა აქვს.

უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით მართლმადიდებელი სამყარო ილია მეორის გადაწყვეტილებას ელოდება. საქართველოს წმინდა სინოდმა უნდა თქვას, აღარებს თუ არა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას.

ცნობილია, რომ შემოდგომის წმინდა სინოდის კრებაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი უმთავრესი თემა იქნება. 46 მღვდელმთავარში პოზიცია ორად არის გაყოფილი.

თეოლოგების აზრით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე უარი დიდი ისტორიული შეცდომა იქნება.

უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მოთხოვნის პარალელურად, რუსეთის ეკლესია გააქტიურდა. პატრიარქ კირილის წარმომადგენლებმა აქტიურად დაიწყეს სიარული სხვადასხვა ქვეყნის პატრიარქებთან.

რამდენიმე თვის წინ თბილისში რუსეთის საპატრიარქოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მღვდელმთავარი ჩამოვიდა. მიტროპოლიტმა ალფეევმა შეხვედრა ილია მეორესთან დახურულ კარს მიღმა გამართა.

ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, რომ შეხვედრის დიდი ნაწილი სწორედ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხს ეხებოდა, თუმცა, თეოლოგები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ეკლესია თანამოაზრეებს ეძებდა.

სინოდის მომდევნო სხდომა შემოდგომაზე გაიმართება, თუმცა, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები