16 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
„ეს ციფრები ცოტა არასერიოზულად გამოიყურება“ - ირმა ნადირაშვილი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს არ ენდობა

„ეს ციფრები ცოტა არასერიოზულად გამოიყურება,“ - ასე შეაფასა ევროპული საქართველოს წევრმა, ირმა ნადირაშვილმა, სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის - ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ლიდერობს.

ნადირაშვილი გამოქვეყნებულ მონაცემების სანდოობაში ეჭვი შეაქვს. ირმა ნადირაშვილი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთ-ერთი კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება.

„ჩვენ არ ვიცით ამ კვლევის წარმომავლობა, არ ვიცით წყარო, საიდან არის ეს ინფორმაცია გავრცელებული, მაგრამ ზოგადად, იმ კვალიფიციურ კვლევებზე დაყრდნობით, რომელსაც აკეთებენ საერთაშორისო ინსტიტუტები საქართველოში, იმ შიდა კვლევების მიხედვით, რომელსაც ევროპული საქართველო აკეთებს, მინდა ვთქვა, რომ ეს ციფრები ცოტა არასერიოზულად გამოიყურება. საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად იქნება მეორე ტური და ყველა პარტიამ ამაზე უნდა იმუშაოს და მეორე ტურში იქნება ბაქრაძე,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ქართული ოცნების დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებმა, რომელსაც მმართველი გუნდი არ აქვეყნებდა, მედიაში მაინც გაჟონა. მონაცემების მიხედვით, 25,8%-ით პირველ ადგილზეა გრიგოლ ვაშაძე, ხოლო 15%-ით მეორეზე - დავით ბაქრაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები