23 აპრილი 2024,   14:51
ვრცლად
მოლდოვაში საპროტესტო გამოსვლებია - პოლიცია აქტივისტებს აკავებს

მოლდოვაში საპროტესტო გამოსვლებია. ათასობით ადამიანი ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას და 1918 წელს ხელმოწერილი შესაბამისი დეკლარაციის პირობების შესრულებას მოითხოვს. ორგანიზატორებს ასწლეულის მარში კიშინიოვის ცენტრში დღეისთვის ჰქონდათ დაგეგმილი.

მარშს სათავეში ახალგაზრდა ენთუზიასტები ჩაუდგნენ, რომლებმაც ორი ქვეყნის გაერთიანების ასი წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობა რუმინეთის დასავლეთიდან დაიწყეს და 1200 კილომეტრი კიშინიოვამდე ფეხით გაიარეს, თუმცა ორგანიზატორები აცხადებენ რომ ხელისუფლება ასწლეულის მარშის ჩატარების საშუალებას არ აძლევს.

პოლიცია მოედანზე ხალხს არ ატარებს და დაკავებული ჰყავს სამი ავტობუსი, სადაც აქციისთვის გამზადებული აპარატურა და თემატური საგამოფენო ექსპონატებია მოთავსებული.

დღის ამბები