20 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
იმ სოფლებში, სადაც ფაროსანას სპეციალური სატყუარები იყო განთავსებული, წამლობითი ღონისძიებები ჩატარდება

ხონისა და ვანის მოსახლეობას სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია გააცნო. საუბარია მოიზიდე და გაანადგურე მეთოდზე. წამლობა ცივი შესხურების მეთოდით იმ სოფლებში ჩატარდა, სადაც სპეციალური სატყუარები იყო განთავსებული. მომდევნო დღეებში წამლობის შედეგს ტყიბულის, ქუთაისის, ზესტაფონის, ბაღდათისა და სამტრედიის მოსახლეობა გაეცნობა. სექტემბრიდან კი თერმული ნისლით წამლობის ეტაპი დაიწყება, რომელიც ზამთრამდე გაგრძელდება. 

დღის ამბები