24 აპრილი 2024,   07:24
ვრცლად
"არ უნდა ხდებოდეს ერთმანეთთან დაპირისპირება გაურკვეველი პოლიტიკური მოტივებით“ - სარალიძის ადვოკატი საგამოძიებო კომისიაზე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატის თქმით, უმრავლესობა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას განგებ არ ესწრება და ამით საქმის ობიექტურ გამოძიებას ხელს უშლის.

როგორც სარალიძეების ინტერესების დამცველი აცხადებს, კვლავაც ადგილი აქვს კონკრეტულ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარების მცდელობას.

ადვოკატის თქმით, გამოძიება თავის დროზე უნდა დაინტერესებულიყო იმ პირების სავარაუდო ბრალეულობით, რომელთა როლს მომხდარ დანაშაულში ახლა დროებითი კომისია იკვლევს.

„აღნიშნული დოკუმენტები მტკიცებულების სახით რომ ყოფილიყო დამაგრებული საქმეზე და პროკურატურას თავის დროზე სამართლიანად ემსჯელა წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, დღეს არ მივიდოდა ეს პროცესები დღევანდელ მდგომარეობამდე და არ მივიღებდით გამწვავებულ პროცესებს და მეორე ცვლის იმას, რომ გვიჩნდება იმედი, რომ დღეს მაინც დადგინდება ჭეშმარიტება თუმცა ვხედავთ საგამოძიებო კომისიის წევრების გამიჯვნას რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. არ უნდა ხდებოდეს ერთმანეთთან დაპირისპირება გაურკვეველი პოლიტიკური მოტივებით,“-აცხადებას ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

დღის ამბები