18 აპრილი 2024,   06:06
ვრცლად
ანტისამთავრობო აქციები რუსეთში - მოსახლეობა კრემლის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებს

რუსეთი ანტისამთავრობო აქციებმა მოიცვა. მოსკოვსა და ქვეყნის ათობით ქალაქში მოსახლეობა კრემლის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებს.

საკანონმდებლო ცვლილება საპენსიო ასაკის გაზრდას ითვალისწინებს. მამაკაცების შემთხვევაში 5 წლით, ქალებისთვის კი 8 წლით. მოსახლეობა ამ ინიციატივას არ ეთანხმება.

მომიტინგეებმა აქციებზე პლაკატები მიიტანეს, სადაც ვლადიმერ პუტინს და რუს დეპუტატებს პენსიაში გასვლა ურჩიეს. აქციები სანქცირებული და კომუნისტური პარტიის მიერ იყო ორგანიზებული.

პოლიციის ინფორმაციით, მიტინგები ექსცესების გარეშე დასრულდა.

დღის ამბები