23 აპრილი 2024,   22:46
ვრცლად
მეორე წელი მოსავლის გარეშე-ფაროსანას შემოსევის გამო გურია შიმშილის ზღვარზეა

გურია წელსაც მოსავლის გარეშე დარჩა. აზიურმა ფაროსანამ მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა. თხილთან ერთად მწერმა, ბოსტანი და ხეხილის ბაღებიც გააფუჭა.  მეორე წელია გურიაში დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობა საკმაოდ დიდ ზარალზე საუბრობს და კომპესაციას ითხოვს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კომპენსაციების გაცემაზე არ საუბრობენ. მათი თქმით, თხილის მოსავლის განადგურებაში ფაროსანას წილი მინიმალურია. მოსავლის გაფუჭების მიზეზი, კი არა მწერი არამედ თხილის დაავადებაა.

სოფელ მამათში პრობლემებს უწყლობაც ამძიმებს. ადგილობრივები ყვებიან, რომ ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის დროს, წყლის მილი მწყობრიდან გამოვიდა და ის ამ დრომდე არ შეუკეთებიათ. მოუწესრიგებელია რეზერვუარი და ირგვლივ ანტისანიტარიაა.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ამ ეტაპზე მხოლოდ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ჰპირდება. სამუშაოები წყლის მილზე უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.

ავტორი: ლადო მენაბდე.

დღის ამბები