19 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
გორის მუნიციპალიტეტში მოძრავ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ახლომდებარე ტყეზე გავრცელდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში მოძრავ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

მანქანიდან ცეცხლი ახლომდებარე ტყეზე გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ სვენეთში ამ წუთებში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე დამატებითი ძალებიც არიან მობილიზებული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები