20 აპრილი 2024,   03:18
ვრცლად
ევროკავშირი ახალგაზრდობის დასაქმების ხელშესაწყობად სამ ახალ პროექტს იწყებს

ევროკავშირი ახალგაზრდობის დასაქმების ხელშესაწყობად სამ ახალ პროექტს იწყებს.

ეს არის ევროკავშირის მხარდაჭერის ახალი პაკეტის ნაწილი, რომლის შესახებ შეთანხმება 2017 წლის ნოემბერში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე შედგა.

პროექტების მიზანი რეგიონში ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების მხარდაჭერაა, რაც, საბოლოო ჯამში, მათ სამუშაოს შოვნაში და შრომის ბაზრისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება.

ევროკავშირის საერთო დაფინანსება ამ პროექტებისთვის ჯამში 4 მილიონ ევროს შეადგენს.

დღის ამბები