19 აპრილი 2024,   23:44
ვრცლად
ამ ქვეყანაში თოფი, არეულობა დამთავრდა. ქვეყანას მშვიდობიანი ცვლილება სჭირდება - დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ამ წუთებში თბილისის მოსახლეობას ხვდება და მის საარჩევნო პროგრამას აცნობს.

მან მოსახლეობას არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელების ერთადერთი გზა არჩევნებია.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მისთვის პრიორიტეტული ხალხის პრობლემების გადაჭრა იქნება.

„ნებისმიერია არჩევნები არის რეფერენდუმი ჩვენი მომავლის შესახებ. არჩევნებზე ერთ ადამიანს არ ვირჩევთ, რომელიც კაბინეტში შევა. არჩევნებზე ყველა ვირჩევთ საკუთარი ოჯახის ხვალინდელ დღეს, როგორ ვიცხოვრებთ, სად ვიქნებით, იქნება თუ არა სამუშაო, გაზრდილი პენსია. ნებისმიერი არჩევნები არის ჩვენი მომავლის გადაწყვეტა. ერთადერთი გზა ცვლილებების არის არჩევნები. უკეთესი მომავლის არჩევის გზა არის მხოლოდ არჩევნები, სხვა გზა არ არსებობს. აბა, რა ვქნათ, თოფი ავიღოთ ხელში? ამ ქვეყანაში თოფი, არეულობა დამთავრდა. ქვეყანას მშვიდობიანი ცვლილება სჭირდება. არის დიდი პრობლემა, რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა. მან მთლიანად გამოაცალა ფუნქციები პრეზიდენტის ინსტიტუტს. მივეჩვიეთ, რომ პრეზიდენტს არავინ არაფერს ეკითხება. ასეთი სუსტი კანონმდებლობის პირობებშიც კი, საქართველოს შესაძლებელია, ჰყავდეს ქმედითი პრეზიდენტი. ქმედითობას პოლიტიკური ლიდერობა, გუნდი, ხედვა, ამბიცია სჭირდება. მე არ ვაპირებ, ვიყო კაბინეტის პრეზიდენტი, არ ვაპირებ, ვიყო ვეტოების პრეზიდენტი, არ ვაპირებ, ვიყო პრეზიდენტი, რომლის ამოცანა იქნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან კინკლაობა. მე ვაპირებ, ვიყო, პრეზიდენტი, რომელიც კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული,“ -  განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები