23 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
პოლიტიკურად ვიღაცას რაღაცის ჩაწერა მოუნდება, არ მგონია, მართებული იყოს, მით უმეტეს, ევროკავშირის დონეს ეკადრებოდეს - გია ვოლსკი

„პოლიტიკურად ვიღაცას რაღაცის ჩაწერა მოუნდება ამა თუ იმ საკითხზე, არ მგონია, ეს მართებული იყოს, მით უმეტეს, ევროკავშირის დონეს ეკადრებოდეს,“- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული მოხსენების ტექსტის გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არ არის და შესაბამისად, ამის შესახებ ევროპარლამენტის დოკუმენტში ეს არ უნდა აისახოს.

„არ არის ასე, რეალობას არ შეესაბამება, რასაც ითხოვენ გარკვეული პოლიტიკოსები, არ მგონია, რომ ყველა ერთად თხოულობდეს ამას. შიდა ევროკავშირშიც პარტიათა შორის გარკვეული დაპირისპირება, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. „სახალხო პარტია“ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს. ეს პრობლემა არსებობს. მთავარია, რომ არ არსებობს არაფორმალური მმართველობა საქართველოში. იხილავს სასამართლო, მათ შორის „რუსთავი 2-ის“ საქმეს და არსებობს გადაწყვეტილებები, რომელიც სამართლებრივ სფეროს შეეხება,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მომზადებული მოხსენების ტექსტს ამკაცრებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ „რუსთავი 2"-ის საქმე ევროპარლამენტის მოხსენებაში აუცილებლად მოხვდება.

 

დღის ამბები