23 აპრილი 2024,   22:15
ვრცლად
"ღორი, სულით როსკიპი“- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში - ჟურნალ „ვეტერანის“ რედაქტორი აცხადებს, რომ სამსახურში პრორუსული და არაკვალიფიციური კადრები მუშაობენ.

ზაირა მიქატაძე, რომელიც ასევე ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი სპეციალისტია, აცხადებს, რომ ვითარება გაუსაძლისია და ვეტერანები უკვე საპროტესტო აქციასაც გეგმავენ.

მიქატაძის თქმით, მას ახლად დანიშნული საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსi, შორენა სიხარულიძე დაუპირისპირდა, რომელმაც შეურაცხყოფაც მიაყენა.

„დაიწყო ამ ქალბატონის თავხედური და დესპოტური ქმედებები სამსახურში. ეს მარტო ჩემთან მიმართებაში არ ყოფილა. დირექტორის ბრძანებით, დანიშნული ვარ ჟურნალ „ვეტერანის“ რედაქტორად. გამოვცემ ჟურნალს და სადღაც ჩვენ გვაქვს საერთო თემები. ის კიდევ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია, გაუჩნდა შურის მომენტები, გადავიდა ლანძღვაზე, შეურაცხყოფაზე, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი მისი მხრიდან,“- განაცხადა ზაირა მიქატაძემ.

მიქატაძის ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფისში ხშირად რუსულ პატრიოტულ სიმღერებს მღერიან.

„სავარაუდოდ, პრორუსულმა ძალებმა ომი გამოუცხადეს, რომლებიც სამსახურში, დირექტორის მოადგილის კაბინეტში „ძენ პაბედის“ მღერიან, ნაცვლად იმისა, რომ პატრიოტულ სულისკვეთებაზე იყოს ორიენტირებული ეს სამსახური. ყველაზე დიდი უბედურებაა ის, რომ ზაირა მიქატაძეს მისი არაპირდაპირი ხელმძღვანელი, შორენა სიხარულიძე, ზაირა მიქატაძის გადმოცემით და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, აყენებს შეურაცხყოფას და მოიხსენიებს, როგორც ღორი, სულით როსკიპი“- განაცხადა,“- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ზაირა მიქატაძის ბრალდებებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში უპასუხეს.  განმარტებები საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ გააკეთა, რომლის თქმითაც, ზაირა მიქატაძისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

სიხარულიძის განცხადებით, მას პირიქით ჟურნალ „ვეტერანის“ რედაქტორის მეგობარი ემუქრებოდა, რის გამოც მან სამართალდამცველებს მიმართა.

„მისი მეგობრის მხრიდან იყო მუქარები, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევდი, ის დღეის მოცემულობით ჩვენი თანამშრომელი არ არის. თუმცა პირველ სექტემბერს, როდესაც მე და ჩემი მეუღლე სახლში ვიყავით, დამირეკა და შეურაცხყოფა მოგვაყენა. პოლიციას მივმართე იმიტომ, რომ ჩემი ოჯახის მიმართ მუქარა და შანტაჟი იყო და შემეშინდა,“- განაცხადა შორენა სიხარულიძემ.

 

დღის ამბები