16 აპრილი 2024,   13:28
ვრცლად
ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

ატენის ხეობაში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 8-ჰა - მდე ფართობი.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი

ადგილზე რჩებიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო - სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები.

ამავე თემაზე
დღის ამბები