19 აპრილი 2024,   07:04
ვრცლად
რუსული მედია ფორუმი ხმაურის ფონზე - ღონისძიების მონაწილეებმა ქართული პროტესტი საბჭოთა გადმონაშთად შეაფასეს

რუსული მედია ფორუმი ხმაურისა და პერფომანსის ფონზე - სამოქალაქო აქტივისტებმა პუტინის მიერ დაფინანსებული ღონისძიება საპროტესტო აქციით გააპროტესტეს.

მოსკოვიდან ჩამოსული ექსპერტები, რომლებიც თბილისს 2008 წლის ომის შემდეგ, ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას სთავაზობენ, დღესაც არ აღიარებდნენ, რომ საქართველოს 400 ათასამდე დევნილი ჰყავს და ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

მოსკოვიდან ჩამოსულ ჟურნალისტებსა და მკვლევარებს უკვირთ, რატომ უსვამენ მათ კითხვებს რუსულ აგრესიაზე, ასევე იმაზე, რომ 2008 წელს ქართულ ქალაქებს რუსული ბომბდამშენები ბომბავდა, რომ ამ ომს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა და ტერიტორიები დაიკარგა.

ფორუმის მონაწილეების განცხადებით,ქართული პროტესტი საბჭოთა გადმონაშთია. რუსი ექსპერტების ასეთ ცინიკურ განცხადებებს მწვავე დაპირისპირება მოჰყვა მედია ფორუმზე.

ლანა ღვინჯილიამ, რომელიც ამავე კონფერენციაში 2014 წელსაც მონაწილეობდა, დღევანდელ შეხვედრაზე მოსკოვიდან ჩამოსულ ექსპერტებს დემონსტრაციულად უთხრა, რომ რუსეთი ოკუპანტია და შეხვედრა დატოვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები