19 აპრილი 2024,   19:38
ვრცლად
ოჯახის წევრები, მეგობრები გვსაყვედურობენ თქვენთან კომუნიკაციის გამო - მამუკა მდინარაძე "ევროპულ საქართველოს" მიმართავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების მხრიდან ურთიერთბრალდებები ისმოდა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოჯახის წევრები და ახლობლები მმართველი გუნდის წევრებს „ევროპულ საქართველოსთან“ კომუნიკაციის გამო საყვედურობენ.

„არაფერს ვიტყვი ამ ადამიანებზე, ვინც პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, თქვენთან კომუნიკაციის გამოც კი გვეჩხუბებიან. საკუთარი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები გვსაყვედურობენ ამის გამო, რომ გარედან კარგად ჩანს, რომ თქვენთან კონსტრუქციული კომუნიკაცია არასდროს არ არის შედეგიანი,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ უპასუხა.

„ძალიან ვწუხვარ, თუ ჩვენთან ერთ მაგიდაზე ჯდომამ პრობლემები შეგიქმნათ თქვენს გარემოცვაში. ჩვენ გარშემო სრულიად საპირისპირო ამბავია, პირიქით, ჩვენ გარშემო ყველა კმაყოფილია, რომ მოგვეცა თქვენთან მუშაობის საშუალება, მიჭირს გაგება, მაგრამ მაინც გითანაგრძნობთ,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები