20 აპრილი 2024,   02:52
ვრცლად
„ყველას ჰგონია, რომ ლეგალიზებულია მარიხუანა, სინამდვილეში ასე არ არის" - პარლამენტი შსს-ს საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გახარიას უწყება მთავრობას ინიციატივით მიმართავს მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით კანონში, რამდენიმე ცვლილება განხორციელდეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების შემდეგ შეიქმნა საკანონმდებლო ვაკუუმი და ვითარება უახლოეს მომავალში უნდა დარეგულირდეს. წინადადებების პაკეტი უკვე მზად არის და კანონპროექტი მთავრობას რამდენიმე დღეში წარედგინება.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ კონკრეტული რეგულაციები მარიხუანასთან დაკავშირებით აუცილებელია. „ქართული ოცნება“ მზად არის შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილოს.

„ჩვენ ყურადღებით გავეცნობით შსს კონკრეტულ კანონპროექტს. რა თქმა უნდა სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. არ იქნება მარტივი საკითხი პირდაპირ გეტყვით, გამომდინარე იქიდან რომ აქ სხვადასხვა მიდგომები იქნება, როგორც ნარკოტიკებთან დაკავშირებით ზოგადად. თუმცა ფაქტი ერთია, რომ რეგლამენტაციის  გარეშე გარკვეული სამართლებრივი ვაკუუმი არსებობს რომელიც აღმოსაფხვრელია,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გარკვეული რეგულაციების შემოღების მომხრეა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც. აკაკი ზოიძე ამბობს, რომ მარიხუანას ლეგალიზება არ არის სწორი ტერმინი და მოქალაქეებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მცდარი ინფორმაცია აქვს.

„ყველას ჰგონია, რომ ლეგალიზებულია მარიხუანა. სინამდვილეში ასე არ არის. მარიხუანა რჩება არალეგალურ პროდუქტად მხოლოდ აღსრულების მექანიზმი არ გაგვაჩნია. ამ საკანონმდებლო ცვლილებით მოხდება შესაბამისად უმკაცრესი რეგლამენტირება,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

 

 

  

დღის ამბები