20 აპრილი 2024,   09:05
ვრცლად
სარალიძის და მაჩალიკაშვილის მიერ 10 სექტემბერს დაანონსებულ აქციას, პანკისის მცხოვრებლები შეუერთდებიან 

​ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ, 10 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას პანკისელებიც შეუერთდებიან.

პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, სუს-ის მაღალჩინოსნებისა და სპეცრაზმელის დასჯას მოითხოვს.

მაჩალიკაშვილი სარალიძის მსგავსად საქმის გაყალბებაზე საუბრობს და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. მას ხეობის თანადგომის იმედი აქვს და აცხადებს, რომ მშვიდობიანი აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების თქმით, აქციის მიზანი სახელმწიფოს მიერ დანაშაულის აღიარება და საქმეში მონაწილე პირების გამოვლენა იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები