19 აპრილი 2024,   11:58
ვრცლად
რუსული მედიაფორუმი საქართველოში რუსეთის ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი დემონსტრირებაა - TI

რუსული რბილი ძალის კიდევ ერთი დემონსტრირება - ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კრემლის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის ჩატარებას.

არასამთვრობო ორგანიზაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ სისტემური მიდგომის აუცილებლობაზე, რომელიც სახელმწიფომ სწორი სტრატეგიით და კონკრეტული მექანიზმებით უნდა უზრუნველყოს.

„რუსეთის ფედერაცია საქართველოში საკუთარი სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად აქტიურად იყენებს “რბილ ძალას,” რაც აგრესიულ მედია პროპაგანდაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების დაფუძნებასა და სხვადასხვა სახის ფორუმების ორგანიზებაში გამოიხატება. ამ აქტივობების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება და საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად პოლარიზებაა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები