23 აპრილი 2024,   19:00
ვრცლად
ყირიმის ქალაქი არმიანსკი ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა

ყირიმის ქალაქი არმიანსკი ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა. ტიტანის მწარმოებელი ქარხნიდან ამიაკიმა გაჟონა, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა.

საავადმყოფოებს ადგილობრივები სხვადასხვა ჩივილით მიმართავდნენ. საბოლოოდ კი ყირიმის ლიდერმა არმიანსკიდან ბავშვების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. 4 ათასამდე ბავშვი ზღვისპირა კურორტებზე გადაანაწილეს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ არასასიამოვნო სუნი ჰაერში 23 აგვისტოს იგრძნეს და ხელისუფლებას დროული რეაგირება არ მოუხდენია.

რეზერვუარს, სადაც ამიაკი იყო მოთავსებული, საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავია. მისი მწარმოებელი ქარხანა კი 34 წლისაა. 

დღის ამბები