24 აპრილი 2024,   04:39
ვრცლად
არათანაბარი, არაკონკურენტული წინასაარჩევნო გარემო - გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა

გოგი წულაიამ წინასაარჩევნოდ შექმნილ ფინანსურ და მედიაგარემოზე საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. "თავისუფალი საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ საშუალებად არათანაბარ კონკურენციას მიიჩნევს.

წულაიას თქმით, საჭიროა, წინაასარჩევნო პერიოდი თანაბარი შესაძლებლობებით წარიმართოს.

„ამ არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი ფორმა არის ის, რომ არათანაბარ, არაკონკურენტულ გარემოს უქმნიან ყველა პარტიას. ცენტრალურ გამოშვებებში ყველაზე მეტად გაშუქდა ბაქრაძე, შემდეგ ვაშაძე და შემდეგ ზურაბიშვილი. არათანაბარ პირობებში ვართ,“- განაცხადა გოგი წულაიამ.

დღის ამბები