25 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
ტყიბულის შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია „DMT ჯგუფი“ შეისწავლის

ტყიბულის შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია „DMT ჯგუფი“ შეისწავლის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

საერთაშორისო საექსპერტო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი წინადადებები სამმხრივი კომისიის სხდომაზე განიხილეს.

140-წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანია 5 კვირის განმავლობაში ქართველ ექსპერტებთან ერთად იმუშავებს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ შეარჩიოს ისეთი კომპანია, რომელსაც საუკეთესო გამოცდილება ექნება, რომ სისტემურად შეაფასოს ამ კონკრეტული ინდუსტრიის ინფრასტრუქტურის შრომის უსაფრთხოების პირობები წინასწარ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით და დადოს რეკომენდაციები დაწყებიდან 5 კვირის განმავლობაში,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები