20 აპრილი 2024,   06:50
ვრცლად
მეორე ტური მოსალოდნელი არ არის - ირაკლი კობახიძე დამოუკიდებელი კანდიდატის ფინანსურ მხარდაჭერაზე საუბრობს

"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თავის საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას გამოაცხადებს.

პოლიტსაბჭოს სხდომა მმართველი გუნდის ოფისში უკვე ჩანიშნულია. სწორედ ამ ფორმატში გადაწყვეტს უმრავლესობა, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს მოახლოებულ არჩევნებში.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, მხარდაჭერა არ იქნება მხოლოდ სიტყვიერი, ის ფინანსურ დახმარებასაც მოიცავს.

“მხარდაჭერა იქნება ფართო, მათ შორის ჩვენი წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ იმ ღონისძიებებში, რომელიც დაიგეგმება. რაც შეეხება დაფინანსებას, იქნება მოწოდება შემომწირველების მიმართ, რომ ის ფინანსები, რომელიც წარიმართებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, წარიმართოს სწორედ დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ შექმნილ ფონდში. ეს იქნება ჩვენი მხარდაჭერა, "- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.

„იქიდან გამომდინარე, რა რეალობაცაა ჩამოყალიბებული, მე არ ველოდები დიდ გადახრას წინა არჩევნების შედეგებიდან და თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ მეორე ტური მოსალოდნელი არ არის“-ამბობს კობახიძე.

დღის ამბები