20 აპრილი 2024,   00:46
ვრცლად
თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

"ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის" - ეს არის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის თემურ შაშიაშვილის საარჩევნო სლოგანი.

შაშიაშვილი ხელმოწერებს დღეს ბათუმში აგროვებდა. მან ამომრჩეველს საკუთარი პროგრამაც გააცნო. შაშიაშვილი 7 კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

ის მეორედ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველი შემთხვევა 2004 წელს იყო. შაშიაშვილი იმერეთის გუბერნატორი იყო 1995-2003 წლებში, მანამდე კი ქუთაისის მერი.

დღის ამბები