19 აპრილი 2024,   11:05
ვრცლად
IBSU-ს სტუდენტებმა განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

აქცია-პერფორმანსი განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭოსთან - შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ახალგაზრდები საბჭოსგან იმ გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი წელს ვეღარ მიიღებს პირველკურსელებს.

IBSU-ს სტუდენტები იმედოვნებენ, რომ ავტორიზაციის საბჭო ამ გადაწყვეტილებას შეცვლის, რადგან სტუდენტებს მხარს უჭერენ ევროპარლამენტარები და Freedom House.

სტუდენტები აცხადებენ, რომ პირველკურსელებს ხელოვნურ ბარიერს უქმნიან, რათა მათ არასასურველი უნივერსიტეტი აარჩიონ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ სანიკიძე საბჭოს გადაწყვეტილებას განმარტავს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება სხვა უნივერსიტეტის შემთხვევაში დადგებოდა, თუ ისინი ავტორიზაციის სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებდნენ.

სანიკიძის თქმით, შეფასების ახალი სისტემა შეიმუშავეს და ამის მიხედვით შეფასდა უნივერსიტეტი.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. IBSU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი, სალომე სუხიშვილი აცხადებს, რომ სულ უფრო და უფრო ახალ გარემოებებზე საუბრობენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სტუდენტებმა გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად რამდენიმე აქცია უკვე გამართეს.

დღის ამბები