23 აპრილი 2024,   17:23
ვრცლად
განმუხურში ასწლოვანი ხეები ხმება - მოსახლეობა ბიზნესინტერესებზე საუბრობს

განმუხურში საუკუნოვანი ხეები ხმება. ტერიტორია, სადაც ორმოცამდე ხემ ერთდროულად დაიწყო ხმობა, ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.

2008 წელს ეს ადგილი რუსი ოკუპანტების სამიზნეც იყო, სწორედ ამ ხეების შემოგარენში ოკუპანტებმა პატრიოტთა ბანაკი გადაწვეს, ცეცხლის ალში გახვეული ხეები მაშინ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გადაარჩინეს.

განმუხური-ანაკლიის მოსახლეობა აცხადებს, რომ ადგილი სანაპირო ზოლზე ყველაზე საუკეთესო ადგილასაა და ეჭვობენ რომ პროცესის უკან ვიღაცის ბიზნესინტერესები დგას. მოსახლეობა ადგილზე სპეციალისტების ჩასვლასა და მიზეზის ითხოვს.

დღის ამბები