20 აპრილი 2024,   03:36
ვრცლად
ამერიკელი რეპერი მაკ მილერი გარდაიცვალა

ლოს ანჯელესში, 26 წლის ასაკში, ცნობილი ამერიკელი რეპერი, მაკ მილერი, გარდაიცვალა.

ინფორმაციას მომღერლის ოჯახი ავრცელებს, თუმცა, გარდაცვალების გარემოებებზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

ამერიკული მედია წერს, რომ მიზეზი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა გახდა.

ახალგაზრდა მომღერალმა არაერთხელ აღიარა საჯაროდ, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს. ამ პრობლემას ეძღვნებოდა მისი ბევრი სიმღერაც.

მაკ მილერი საზოგადოებისთვის ცნობილი 2010 წელს გახდა და უკვე 2011 წელს სადებიუტო ალბომიც ჩაწერა. მას რამდენიმე დუეტი არიანა გრანდესთანაც აქვს ჩაწერილი, რომელიც წარსულში მისი შეყვარებული იყო.

სად და როდის დაკრძალავენ მაკ მილერს, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები