23 აპრილი 2024,   15:50
ვრცლად
გარემოს ეროვნული სააგენტოს დაარსებიდან 10 წლის იუბილე თანამშრომლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიულოცა

გარემოს ეროვნული სააგენტოს დაარსებიდან 10 წლის იუბილე თანამშრომლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიულოცა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ დონორ ორგანიზაციებსა და პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტის წევრებს ის სამომავლო გეგმები და პროექტები გააცნო, რომლის განხორციელებასაც სააგენტო მომავალში აპირებს.

„ჩვენ საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია მოსალოდნელი სტიქიური პროცესების შესახებ. ვმუშაობთ აქტიურად, როგორც საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში, ასევე დონორული დაფინანსების ფარგლებში და არის კიდევ სხვა მრავალი სიახლე, რომელსაც, ცხადია, ეტაპობრივად გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას,“ - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

დღის ამბები