მოლდოვას პრეზიდენტი ავარიაში მოყვა. იგორ დოდონის კორტეჟს კიშინიოვის გარეუბანში სატვირთო შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მანქანა ამობრუნდა. მომხდარის შემდეგ პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სერიოზული სამედიცინო დახმარება მას არ დასჭირვებია. თანაშემწის ცნობით, იგორ დოდონი თავს კარგად გრძნობს. ავარიის დროს სულ სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში პრეზიდენტის დედაა.
მოლდოვის პირველი პირის პოსტი იგორ დოდონმა 2016 წლის დეკემბერში დაიკავა. ის რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მომხრეა, თუმცა პრეზიდენტის უფლებამოსილებები კონსტიტუციით შეზღუდულია.