19 აპრილი 2024,   05:36
ვრცლად
თბილისის ძველი უბნები და უნიკალური ეზოები - ესპანელი არქიტექტორის ერთდღიანი ტურნე და შთაბეჭდილებები საქართველოს დედაქალაქში

ესპანელი არქიტექტორი თბილისში - ენრიკე სობეხანო საქართველოში ლექციის ჩასატარებლად აქრიტექტორმა გიორგი ზაუტაშვილმა მოიწვია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი პროექტები და ხედვები გააცნო. ლექციის ჩატარების შემდეგ ენრიკე სობეხანომ ძველი უბნები დაათვალიერა. პირველი, კონტრასტული მშვიდობის ხიდი აირჩია. რიყის პარკის შემდეგ ძველი თბილისის უბნები მოიარა.

დაბზარულ, დეფორმირებულ, ნახევრად სახედაკარგულ და მაინც უნიკალურ ეზოებს დიდხანს უყურებდა. ფიქრობს, რომ ეს თბილისის მთავარი განძია და პრიორიტეტიც ამის შენარჩუნება უნდა იყოს. არ მოსწონს უხეში ჩარევა რელიეფში, მაგალითად კლდის ან მიწის მოჭრა.

ენრიკე სობეხანომ განათლება მადრიდსა და ნიუ-იორკში მიიღო. კოლუმბიის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 1985 წელს თანაკურსელ ნიეტოსთან ერთად კომპანია დაარსა. მას შემდეგ "ნიეტო სობეხანოს" ხელწერა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს დაეტყო.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია სობეხანოს ძლიერი მხარეა. მას შენობის აღდგენის საკუთარი ხედვა აქვს.  რიგ შემთხვევებში სობეხანოს იუნესკოს ნუსხაში დაცულ ძეგლებზე უწევს მუშაობა. თანამედროვე ელემენტები ისე შეაქვს რომ კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხეს არ უქმნის. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბუნებრივ განათებას, მთავარი მისთვის საერთო ჰარმონიის შექმნაა.

დღის ამბები