24 აპრილი 2024,   06:38
ვრცლად
საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს

უკვე ერთი საათია თბილისში საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, თუმცა სპორტსმენების დაპირისპირების ნაცვლად საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღებას ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების შესაძლო დაპირისპირება უფრო იქცევს.

ამ დროისთვის სტადიონზე დაძაბულობა არ შეინიშნება. რაც შეეხება მატჩის დასაწყისს, მაშინ როდესაც გუნდების შემადგენლობა ცხადდებოდა, გურამ კაშიას სახელს და გვარს ხანგძლივი ოვაციები მოჰყვა.

ნაკრების ვიცე-კაპიტანის მხარდამჭერებს ტრიბუნებზე გურამ კაშიას მხარდამჭერი ბანერებიც უჭირავთ.

ორგანიზებულად მივიდნენ სტადიონზე გურამ კაშიას მხარდამჭერები, რომლებიც საქართველოს სკანდირებდნენ.

ადგილზე არ გამოჩენილან „ქართული მარშის“ წარმომადგენლები. 

თამაში ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. 

დღის ამბები