ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ეხმაურება. მინისტრის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკას პრობლემებს არ შეუქმნის.
ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ საქმიანობას დადებითად აფასებს.
„ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენ მცოცავი კურსი გვაქვს და შესაბამისად, ეს ის ერთადერთი სწორი გზაა, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ეკონომიკურ გამოწვევებს,” - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ბოლო ერთ თვეში საქართველოში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 7%-ით გაუფასურდა.