19 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
ნგრევა გარდაბნის გზატკეცილზე - დაშავებულია 3 არასრულწლოვანი

უბედური შემთხვევა თბილისში - გარდაბნის გზატკეცილზე შენობის ჩამონგრევის შედეგად სამი არასრუწლოვანი დაშავდა. განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთის მდგომარეობა, ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანიალი, დანარჩენი ორი კი თბილისის რეფერეალურ ჰოსპიტალში. ამ წუთებში კლინიკაში მიდის ჯანდაცვის მინისტრიც.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეტა სამინისტრომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ გარდაბნის გზატკეცილზე, 101 -ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ.. 

"სამივე არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს,"-აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები