19 აპრილი 2024,   05:04
ვრცლად
ხმაური ზუგდიდში - სუპერმარკეტ "ბაზრის" მოვაჭრეებმა მშენებლობის შესაჩერების მიზნით საპროტესტო აქცია გამართეს

ხმაური იყო ზუგდიდში, სადაც სუპერმარკეტ "ბაზრის" მოვაჭრეებს მშენებლობის შესაჩერებლად საპროტესტო აქციის ჩატარება მოუწიათ.

მათ ქალაქის ცენტრში გზაც გადაკეტეს და საკრებულოს იმ გადაწყვეტილების შეცვლა მოსთხოვეს, რომლის მიხედვით ბაზრის ტერიტორიაზე ორსართულიანი მაღაზიები უნდა აშენდეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მშენებლობის ნებართვა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მამის კომპანიაზე უკანონოდ გაიცა.

აღსანიშნავია, რომ სულ 11 ობიექტის აშენებაზე ნებართვა გაცემული და როგორც მოვაჭრეები ამბობენ, აქედან 9 ობიექტის მფლობელები საკრებულოს წევრებთან არიან დაკავშირებულები.

ზუგდიდის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ლაშა ჯაიანი მოვაჭრეების კრიტიკას არ იზიარებს.

„გვაქვს პროექტი გაცემული, გადაამოწმა ჩემმა შესაბამისმა სამსახურმა. თუ იქნება რამე სანტიმეტრი გადაცდომა, მივიღებთ მყისიერ გადაწყვეტილებას და იქნება საჯარიმო სანქცია,“ - განაცხადა ლაშა ჯაიანმა.

დღის ამბები