16 აპრილი 2024,   23:29
ვრცლად
აქცია განათლების სამინისტროსთან-შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები უწყებაში საკადრო ცვლილებებს ეხმაურებიან

"შავი ზღვის საერთასორისო უნივერსიტეტის სტუდენტები" განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც სტუდენტები ამბობენ, მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია იმ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც უწყებაში განხორციელდა.

სტუდენტები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თამარ სანიკიძის გათავისუფლებას პირდაპირ შავი ზღვის უნივერსიტეტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს არ უკავშირებენ. თუმცა ამბობენ, რომ ეს ცვლილებები მათთვის  სასიკეთო იქნება.

„20 დღეა საპროტესტო ტალღა გვაქვს აგორებული და არც ერთი ჩვენი მოთხოვნა  პერსონალურად თამარ სანიკიძის გადადგომას არ უკავშირდება. ამიტომ შესაბამისად, მინისტრის ამ გადაწყვეტილებაში  პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავთ, თუმცა იმედია რომ ეს არის დასაწყისი იმისა, რომ სანიკიძის გადადგომასთან ერთად აღდგება სამართლიანობა იბსუს სასარგებლოდ,“-განაცხადა სოფო გაფრინდაშვილმა.

განათლების მინისტრმა დღეს მისი მოადგილეები და სსიპ-ების ხელმძღვანელები გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებების მიზეზად კი სისტემაში მიმდინარე რეფორმები დაასახელა. 

დღის ამბები